რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას კრემლის ორი პროპაგანდისტი მედია მენეჯერი, მარგარიტა სიმონიანი და თინა კანდელაკი ეხმიანებიან.
სიმონიანმა საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ნაბიჯებს გონივრული უწოდა:
„ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება 9 მაისსაც ჩამოვიდნენ. დღეს ქართული რესტორნები მოსკოვში სავსე იქნება, შეტყობინებებში ქართველი მეგობრობრების უამრავი სადღეგრძელო დამხვდა“, – წერს სიმონიანი.
პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: რუსეთიდან საჩუქრები არ გვჭირდება, ვითომც რაღაც დათმობა
ის ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს აფასებს, რომელმაც რუსეთის გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო:
„საქართველოში პრეზიდენტი იგივეა, რაც რუსეთში ვიცე-პრეზიდენტი“.
ამ ფაქტს სიხარულით ხვდება თინა კანდელაკიც და ტელეგრამზე გამომწერებს ქართულად მიმართავს: „მაგარია ამბავია“ – წერს კანდელაკი.
პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა