LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე: რუსეთიდან საჩუქრები არ გვჭირდება, ვითომც რაღაც დათმობა

152
სალომე ზურაბიშვილი

„დღეს რუსეთიდან საჩუქრები არ გვჭირდება, ვითომც რაღაც დათმობა“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რითაც იგი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმების საკითხს გამოეხმაურა.

პრეზიდენტი ხელისუფლებას მიმართავს: შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და განხილული იყოს 3-თვიანი ვიზების დაწესება

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, დღევანდელ სიტუაციაში, ჩვენ ვართ იმავე მხარეს, როგორც არიან ჩვენი ევროპელი მეგობრები და ეს არის საქართველოს ღირსების დაცვა:

„კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია!“ – პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

„საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია“

„რომ ჩვენ ახლა, ყველასგან განსხვავებით არ დავიწყოთ ახალი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც გაგვირთულებს ყველაფერს, თუნდაც ჩვენი ქვეყნის დაცვას იმ ბრალდებების მიმართ, რაც სანქციების გვერდის ავლის შესახებ ისმის.

არ არსებობს ასეთი საფრთხე საქართველოსგან, მაგრამ არ უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ეს ბრალდებები გაძლიერდეს და თავი ამ ბრალდებების მიმართ, ვეღარ დავიცვათ.“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.

„ეს არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიდასავლური, ანტიუკრაინული პოლიტიკისთვის“ – როგორ ეხმაურება ოპოზიცია პუტინის გადაწყვეტილებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g