LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიდასავლური, ანტიუკრაინული პოლიტიკისთვის“ – როგორ ეხმაურება ოპოზიცია პუტინის გადაწყვეტილებას

204
BeFunky-collage (2)

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას ქართული ოპოზიციური  სპექტრი ეხმაურება.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძის თქმით, პრობლემა ისაა, რომ „რუსეთს სულ უფრო ვებმებით ეკონომიკურად“.

„უვიზო მიმოსვლა არ არის პრობლემა

„კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია!“ – პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

„საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია“

ვისაც წასვლა უნდა, წავიდეს იმ ქვეყანაში სადაც „ჩერნაჟოპად“ და &ლედ თვლიან, ქვეყანაში რომელმაც 2 საუკუნეზე მეტია სისხლი გაგვიშრო, აფხაზეთში ეთნიკური წმენდა მოაწყო, დღემდე ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, დღემდე იტაცებს, აწამებს და კლავს ჩვენ მოქალაქეებს.
ამას ვერავის დაუშლი.

პრობლემა იმაშია, რომ რუსეთს სულ უფრო ვებმებით ეკონომიკურად და კრემლს ხელახლა ვაძლევთ ხელში ჩვენზე ზემოქმედების ეკონომიკირ ბერკეტებს (არ გვახსოვს, რა გააკეთეს 2006-ში).
ეს იმ ფონზე როცა დეფაქტო ხელისუფლება დასავლეთის გინებით და დასავლეთისგან გაუცხოებითაა დაკავებული.

ეს კეთდება მიზანმიმართულად, რომ როცა ცხადად დადგება არჩევანი, დასავლეთი თუ ევროპა, კრემლს ჰქონდეს საქართველოს მოსახლეობის იმ სეგმენტზე ზეწოლის ბერკეტი, ვინც ეკონომიკურად მიბმული იქნება რუსეთის სივრცესთან.

ანუ ერთი ხელით დასავლეთის გავლენის შემცირებას ცდილობენ რუსული კანონით და ანტიდასავლური კამპანიით, ხოლო მეორე ხელით რუსეთის გავლენას აძლიერებენ
ესაა პრობლემა.

ესენი არიან რუსები

ამათმა უნდა გ..ვან“. – წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

 „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილების კომენტირებისას აცხადებს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება სრული ფარისევლობა და იმ ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც ის აწარმოებს.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში რუსეთის ეს ქმედება თითქოს სიგნალია, რომ საქართველოსთან რაღაცას აუმჯობესებს, თუმცა სინამდვილეში პირიქით, ამით საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობას კიდევ უფრო ართულებს.

„ის ჩვენი ქვეყნის დასავლურ პერსპექტივას ზიანს აყენებს და იბრძვის, რომ მის პირისპირ მარტონი დავრჩეთ. რუსეთმა ვიზები კი არ უნდა გააუქმოს, ჯარები უნდა გაიყვანოს საქართველოდან და დაასრულოს ოკუპაცია. ეს არის მოთხოვნაც და ვალდებულებაც, რომელიც რუსეთს აქვს აღებული და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ვალდებულებას პრაქტიკულად, არ ახსენებს მას და ფრენების აღდგენასა და ვიზების გაუქმებას შესაძლოა მიესალმოს კიდეც“, – თქვა გიგი წერეთელმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ კი განაცხადა, რომ ავიაკომპანიები, რომლებიც რუსეთში ფრენებს დაიწყებენ, შესაძლებელია, დასანქცირდნენ.

„პუტინის გადაწყვეტილება არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიდასავლური, ანტიუკრაინული პოლიტიკისთვის“, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი  და დასძენს:

„პუტინის გადაწყვეტილება დააჯილდოოს საქართველოს ხელისუფლება ეხება იმას, რომ მან აკრძალვა მოხსნა კრემლის გავლენების გასაძლიერებლად ფრენებზე და სავიზო შეზღუდვაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გააძლიერებს ანტიდასავლურ, ანტიუკრაინულ პოლიტიკას, კრემლის გავლენებს, ეს იქნება და უკვე არის აღქმული ცივილიზაციის წინააღმდეგ წასვლად, ეროვნული ინტერესების დაკნინებად, რადგან ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ინტეგრაციას, ხოლო საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია. ყველა ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს პუტინის სურვილს და დაიწყებს ავიამიმოსვლას და ამას დათანხმდება საქართველოს ხელისუფლება, ყველამ უნდა იცოდეს და განსაკუთრებით ავიაკომპანიებმა, რომ შესაძლებელია, ისინი მოხვდნენ სანქციების ქვეშ, რომელიც დაწესებულია და კიდევ უფრო ძლიერდება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

„ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას რუსეთთან უვიზო რეჟიმზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს „ლელოს“ იმ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გაამკაცრებს.

„დღეს რუსეთის მთავარ ამოცანას წარმოადგენს გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ვერ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი და ამაში ცხადია, მათი მოკავშირე არის სწორედ ის ხელისუფლება, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. ჩვენ როგორც ევროკავშირმა, ასევე აშშ-მა ცალსახად გვითხრა, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთის ფედერაციასთან იქნება განხილული როგორც ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. შესაბამისად, პირველი რა განცხადებასაც ველოდებით ხელისუფლებისგან, თუ მათ ცხადია არ აქვთ გადაწყვეტილი რუსეთთან ერთად ჩაშალონ საბოლოოდ კანდიდატის მიღების შანსი, არის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იზიარებს ამ პოზიციას და პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის, სანამ რუსეთი არის სანქცირებული, ვერ აღდგება.

რუსეთის ფედერაციის ცალმხრივი გადაწყვეტილების უფლებამოსილებაა გააუქმოს ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ ჩვენი უფლებამოსილებაა, როგორც სუვერენული სახელმწიფოსი რა სავიზო რეჟიმი გვექნება რუსეთისთვის დაწესებული.

გოცირიძე: რუსეთმა საქართველო მეგობარი ქვეყნების რანგში ჩაწერა, ჩრდილოეთ კორეას და ბელარუსის გვერდით დაგვაყენა – ესაა საჩუქარი საქართველოს ინტერესების გაყიდვისთვის

„ლელო“ დიდი ხანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან ითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები, რომელიც გაამკაცრებს სავიზო რეჟიმს რუსეთის მოქალაქეებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ შორის, რუსეთის ინტერესებშია, ხელი შეუწყოს საკუთარი მოქალაქეების შეუზღუდავად და უკონტროლოდ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას.

ამიტომ, დღეს ადეკვატური პასუხი რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე იქნება სწორედ იმ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა და დამტკიცება, რომელიც „ლელომ“ მრავალი თვის წინ წარადგინა პარლამენტში, რომელიც დღემდე არის თაროზე შემოდებული და განხილვაც კი არ დაუწყია „ქართულ ოცნებას“.

ჩვენი მოქალაქეებისთვის თუ არ იქნება გადაადგილების პრობლემა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ – გურამ მაჭარაშვილი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ დღეს საქართველოს მართავს პუტინის მოკავშირე რეჟიმი, იმედია, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებამ, რომელიც აშკარადაა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დაჯილდოება, ყველა დაარწმუნა ამაში.

აქამდე ეს ხდებოდა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადებებით, ახლა კი უკვე კონკრეტული ნაბიჯებით, იმედია, ყველა დარწმუნდა, რომ საქართველოს დღეს მართავს პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში, ცალსახად ელოდება რუსეთის გამარჯვებას, დგამს იმ ნაბიჯებს და ატარებს იმ პოლიტიკას, რომელსაც ტაშს უკრავენ მოსკოვში და ახლა უკვე აჯილდოებენ რბილი ძალის მეთოდებით, საქართველოს რუსეთთან მიბმის კიდევ უფრო აქტიური მცდელობით. პასუხი არის უარი პირდაპირ ფრენებზე და აღდგენა სავიზო რეჟიმის რუსეთთან. ეს არის რასაც ველოდებით ხელისუფლებისგან და მოვითხოვთ ამას!,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების გამო „ქართული ოცნება“ რუსეთის ფედერაციისგან უვიზო მიმოსვლით დასაჩუქრდა – ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა“ , – აღნიშნული განცხადება პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილება არის პირდაპირი პროვოკაცია საქართველოსთვის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღების წინ.

„რუსეთის ფედერაციამ 2001 წელს, ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს სასჯელის სახით სავიზო რეჟიმი დაუწესა. ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპაში ინტეგრაციის გზა, როგორც საგარეო კურსი და ვექტორი. საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ცალსახა მიზანი ნატო და ევროკავშირი გახდა. სწორედ ამის საპირწონედ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს სასჯელის სახით სავიზო რეჟიმი დაგვიწესა. რა ხდება დღეს – „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი პრორუსული კურსით შეცვალა და პუტინისგან საჩუქრად რუსეთის ფედერაციასთან უვიზო მიმოსვლა მიიღო. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ შეკრულია მტერთან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პუტინმა საქართველო ფაქტობრივად რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა. პუტინმა „რუსულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნას.

მისივე განცხადებით, ქართველი ხალხის ნება ურყევია და საქართველოს მოსახლეობა ირჩევს ევროპას და არა რუსეთს.

„პუტინმა საქართველო ფაქტობრივად, რუსეთის გუბერნიად გამოაცხადა. პუტინმა „რუსულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც გამოაცხადა – გააუქმა სავიზო რეჟიმი და აღადგინა ფრენები. ცინიზმის მწვერვალია, როცა ამის პარალელურად ყოველდღიურად აწიოკებენ ქართველ ხალხს, აგრძელებენ ოკუპაციას, რუსის ჯარი დგას საქართველოს ტერიტორიაზე…

ქართველი ხალხის ნება ურყევია! ჩვენ ვირჩევთ ევროპას და არა რუსეთს! წარმოუდგენელია, ასეთ ისტორიულ დროს, რუსეთის ღია პარტნიორად საქართველო. უდიდესი წუხილი და დარდი მაქვს ამის გაფიქრებაზეც კი. ყველაფერს გავაკეთებ თქვენთან ერთად, რომ ეს სამარცხვინო ფურცელი გადავშალოთ და ჩვენს ისტორიულ, ევროპულ ოჯახში შევაბიჯოთ“, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს, 10 მაისს, ვლადიმირ პუტინმა ორი ბრძანებულება გამოსცა, რომლებითაც გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღის განმავლობაში ჩავიდნენ რუსეთში.

ამავე თემაზე:

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g