LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მოქალაქეებისთვის თუ არ იქნება გადაადგილების პრობლემა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ – გურამ მაჭარაშვილი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

122
BeFunky-collage (1)

„სამართლებრივად ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება, თუ უვიზოდ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის იქიდან აქ გადმოვლენ და არ იქნება გადაადგილების პრობლემა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა.

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა

„თქვენ იცით, რომ ეს ცალმხრივ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საქართველოს მხრიდან ცალმხრივად ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იქნა მიღებული, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ შეწყვიტოს, ესეც მისი გადაწყვეტილებაა.

„კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია!“ – პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

„საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია“

თქვენ მე პუტინის პირადი სპიკერი გგონივართ. ზოგადად, თქვენ უფრო კარგად იცით ხოლმე, რუსეთში რა ხდება, ფეესბეში რა ხდება, ფეესბეს ნიშანი როგორია, ვინ სად გადაადგილდება, თქვენგან ვიგებ ხოლმე, თქვენ უკეთ გეცოდინებათ ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

გითხარით, რომ სამართლებრივად ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება, თუ უვიზოდ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის იქიდან აქ გადმოვლენ და არ იქნება გადაადგილების პრობლემა, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გოცირიძე: რუსეთმა საქართველო მეგობარი ქვეყნების რანგში ჩაწერა, ჩრდილოეთ კორეას და ბელარუსის გვერდით დაგვაყენა – ესაა საჩუქარი საქართველოს ინტერესების გაყიდვისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g