LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოცირიძე: რუსეთმა საქართველო მეგობარი ქვეყნების რანგში ჩაწერა, ჩრდილოეთ კორეას და ბელარუსის გვერდით დაგვაყენა – ესაა საჩუქარი საქართველოს ინტერესების გაყიდვისთვის

141
BeFunky-collage

„რუსეთმა საქართველო ჩაწერა მეგობარი ქვეყნების რანგში, ისეთი ქვეყნების გვერდით დაგვაყენა, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა, ბელარუსი – ესაა საჩუქარი საქართველოს ინტერესების გაყიდვისთვის“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა.

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოხსნა

გოცირიძის თქმით, ამით რუსეთმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ საქართველო რუსეთის პოლიტიკურ ორბიტას უბრუნდება.

„პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმისა დაწესებისა და ფრენების აღდგენაზე არის უზარმაზარი დარტყმა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის. რუსეთმა საქართველო ჩაწერა მეგობარი ქვეყნების რანგში, ისეთი ქვეყნების გვერდით დაგვაყენა, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა, ბელორუსი და რამდენიმე სახელმწიფო, რომელსაც მეგობრად განიხილავს, ხოლო მთელი ცივილიზებული მსოფლიო ითვლება არამეგობრულ სახელმწიფოებად და არსებობს ამის ოფიციალური რეესტრიც.

„კიდევ ერთი რუსული პროვოკაცია!“ – პრეზიდენტი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

„საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, ვიდრე რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია“

ოკუპანტი ქვეყანა გვაცხადებს მის პარტნიორად, ხსნის კარს და გვეპატიჟება რუსეთის იმპერიაში, ამით რუსეთმა აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო და მიდი ხელისუფლება ბრუნდება რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე.

ეს არის საჩუქარი იმ მოღალატური ქმედებების გამო, რასაც საქართველოს ხელისუფლება სჩადის ბოლო წლებში, მან რუსეთს დაუმტკიცა, რომ უკრაინის, დასავლეთის მტერია და ალბათ, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნა მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო უნგრეთში ორბანთან ერთად კონფერენციაში, სადაც პუტინის დოქტრინა ერთი ერთში გაიმეორა.

საქართველოს ჰყავს მოღალატე ხელისუფლება. მოღალატეობა ორგვარია, ერთია იდეური თვალსაზრისით, მაგრამ დღეს წარმოუდგენელია, ადამიანს რამით მოსწონდეს წუმპე, რაც რუსეთშია, მეორეა მოღალატეობა სარგებლით; მოღალატეობის იმ ფორმასთან გვაქვს საქმე, რასაც ჰქვია გამყიდველობა. გაყიდეს საქართველოს ინტერესები ივანიშვილისა და მათი პირადი ინტერესების სასარგებლოდ“, – განაცხადა გოცირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g