„ჰაბერთურქის“ მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში უბნების 92%-ის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, ერდოღანს 49.76%, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი, 44.49% აქვს.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, წინასწარი მონაცემებით, 50.11%-ით საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს ერდოღანი „სახალხო ალიანსი“, 34.76%-ით მეორე ადგილზეა ოპოზიციის ეროვნული ალიანსი, 9.79%-ით მესამე ადგილს იკავებს მემარცხენე ძალების ალიანსი.
საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში დათვლილია უბნების 87.53 პროცენტი.
ხმის დათვლის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, არჩევნების ოფიციალური შედეგი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.