LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნივერსიტეტიდან გარიცხულმა სტუდენტმა თავისი გატაცების ინსცენირება დადგა

119
5354

აშშ-ში პენსილვანიის შტატის ყოფილმა სტუდენტმა, გადაწყვიტა დაემალა რომ სასწავლებლიდან გარიცხეს, ამიტომ საკუთარი გატაცების ინსცენირება დადგა. ამის შესახებ NBC News წერს.

23 წლის ქლოი სტაინმა შეყვარებულს მიწერა, რომ სამსახურისკენ მიმავალ გზაზე პოლიციამ გააჩერა. ამის შემდეგ გოგონა კავშირზე აღარ გამოდიოდა. მოგვიანებით ნათესავებმა მისი მიგდებული ავტომობილი იპოვეს და დასახმარებლად პოლიციას მიმართეს.
სამართალდამცავებმა მასშტაბური სამძებრო სამუშაოები წამოიწყეს და გოგონას მოსაძებნად ვერტმფრენიც კი ჩართეს. მეორე დღის საღამოს დაკარგული მეზობელ ქალაქში იპოვეს.

გოგონამ ახსნა, რომ ის პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა უცნობებმა გაიტაცეს. გამტაცებლები თითქოს იარაღით ემუქრებოდნენ, თვალები აუხვიეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

პოლიციის თანამშრომლებმა მსხვერპლის მონათხრობში ბევრი უცნაური ფაქტი აღმოაჩინეს, დამატებით დაკითხვისას კი გოგონამ აღიარა, რომ ყველაფერი მოიგონა. გატაცების ინსცენირება ქლოის იმისთვის დასჭირდა, რომ უნივერსიტეტიდან გარიცხვის ფაქტი დაემალა. მთელი ამ დროის განმავლობაში ის მალავდა, რომ სასწავლებლიდან ჯერ კიდევ 2018 წელს გარიცხეს.

სტაინი დააკავეს და ბრალი 4 კანონდარღვევაში წაუყენეს, მათ შორის გამოძიების შეცდომაში შეყვანის მცდელობაშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები