LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლიპო, ასწიე თავი!” – ვარლამ ლიპარტელიანს “ფეისბუქზე” ამხნევებენ

86

სოციალურ ქსელებში ვარლამ ლიპარტელიანს ამხნევებენ, ქართველი გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ ვერცხლის მედალიც ყველა მათგანისთვის საამაყოა.

„ამათ მგონი უნდათ, რომ დაგვხოცონ! ლიპო, ასწიე თავი! მთელი ქვეყანა ამაყობს შენით!“ – წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.

„ლიპო, ასწიე თავი!
ოქრო იქით იყოს, შენ ხარ კაცი, შენ ხარ საქართველოს სიამაყე. შენი ვერცხლი ჩვენთვის დიდი სიხარულია.
ვიცი, შენზე მეტად არავის უნდოდა ოქრო, მაგრამ
შენ მაინც შეძელი საქართველოს დროშა აგეწია.
ლიპო, ასწიე თავი!“ – მიმართავს სპორტსმენს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი.

“ყველას ლიპარტელიანის თავდახრილი ფოტო უდევს და გული მეწვის მეტირება მის სულიერ მდგომარეობაზე და გამამხნევებელ პოსტებზე
“თავი აწიე ლიპო” ზე ხო საერთოდ!!!.ვაჰაიდებ პოსტებს რომ კიდევ აღარ შემხვდეს!!! მგონი ყველაზე ადამიანური ადამიანია წლევანდელ ოლიმპიადაზე,” – მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი.

„ნამდვილი ქართველი – ძლიერი, მამაცი, გულჩვილი, ნამდვილი ვაჟკაცი ერთი სიტყვით. c!» – წერს „ფეისბუქის“ მომხმარებელი თემურ მუზაშვილი.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/GeorgiaRio2016Olympics/videos/1244697988906083/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა. 90 კგ. წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლიპარტელიანმა ფინალური დაპირისპირება იაპონელ მაშუ ბეიკერთან დათმო, ბეიკერმა ქართველი ძიუდოისტი ერთი იუკოთი დაამარცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები