სახალხო დამცველმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის, დავით ჭაბაშვილის მიმართ პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.
ჟურნალისტმა აპარატის წარმომადგენელს ყვარლის ტბის სასტუმროსთან მიმდინარე აქციის დროს მიღებული დაზიანებები დაუდასტურა.
ჟურნალისტის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს თუ როგორ ცდილობენ სამართალდამცველები და უსაფრთხოების თანამშრომლები სასტუმროს ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით მის გაყვანას.
„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, სრულიად გასაგებია ის, რაც მოხდა გუშინ ქორწილის თუ შეკრების ირგვლივ.. ასეთი ვიზიტები სენსიტიურობით აღიქმება“ - ლევან იოსელიანი
მისივე თქმით, „როდესაც შენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ასეთი ვიზიტები, განსაკუთრებით, როდესაც მაღალი თანამდებობის პირების შვილები ჩამოდიან, სენსიტიურობით აღიქმება“.
დავით ჭაბაშვილმა სამართალდამცველებს არ მიმართა, რადგან არ აქვს მოლოდინი, რომ საქმეს გამოიძიებენ:
„დამირეკა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და მითხრეს, რომ იწყებენ საქმის მოკვლევას პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე და მთხოვეს, რომ თუ კი რამ მასალა გამაჩნდა მათთვის მიმეცა.
გამომკითხა თუ რა მოხდა, როგორ მოხდა და როდის. ასევე მაქვს თუ არა სხეულზე დაზიანებები, დავუდასტურე, რომ გარკვეული დაზიანებები მივიღე ხელის და ფეხის მიდამოებში.
მკითხეს ასევე მივმართე თუ არა სამართალდამცველებს, მაგრამ არ მიმიმართავს, რადგან ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს, შედეგი არ დადგება“. – განაცხადა ტვ „ფორმულას“ ჟურნალისტმა, დავით ჭაბაშვილმა.
?ორი საათი მთაში ხომ ვიარე, ხომ შევეპარე და გავაცურე სპეცრაზმი, სუსი და კრიმპოლიც, ხომ მაინც გადავიღე ყველაფერი, ხომ დამიჭირა ახმეტის პოლიციის უფროსმა და მათრიეს. ეგ არაფერი, ეს თქვენ და გაერთეთ, ბოლომდე უყურეთ და სიტყვები რომელიც მოგეწონებათ დააკომენტარეთ??
Posted by David Tchabashvili on კვირა, 21 მაისი, 2023
შეგახსენებთ, რომ 20 მაისს, პროტესტი ყვარლის ტბის სასტუმროსთან მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისში ხელმოწერის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის ოჯახის წევრები ქორწილისთვის ყვარელში ემზადებოდნენ.
NGO-ები: ყვარელში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ აქტივისტებთან ადვოკატებს არ უშვებენ
აქციის მონაწილეებს სპეცრაზმელები დაუპირისპირდნენ, წაართვეს ტელეფონები, დაშავდა და დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე.