LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენი – რწმუნებულებმა მოინახულეს 11 პირი, რომელთაგან 9 იყო დაკავებული, 2-თან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მრავლობითი დაზიანებების გამო – გამოვლინდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის 9 შემთხვევა, საიდანაც 3 ეხება ჟურნალისტებს

144
სახალხო დამცველი

ღამის განმავლობაში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს 11 პირი, რომელთაგან 9 იყო დაკავებული – გამოვლინდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის 9 შემთხვევა, საიდანაც 3 ეხება ჟურნალისტებს, -ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული.

აპარატის განცხადებით, კლინიკაში გადაყვანილ ორ პირთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მრავლობითი დაზიანებების გამო.

„29 ნოემბერს, მთელი ღამის განმავლობაში, სახალხო დამცველის რწმუნებულები ხვდებოდნენ დაკავებულ მოქალაქეებს, მათი მდგომარეობის დადგენის მიზნით.

ღამის განმავლობაში რწმუნებულებმა მოინახულეს 11 პირი, რომელთაგან 9 იყო დაკავებული. ამასთან, კლინიკაში გადაყვანილ ორ პირთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მრავლობითი დაზიანებების გამო. გამოვლინდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის 9 შემთხვევა, საიდანაც 3 ეხება ჟურნალისტებს.

ვიზუალური დაზიანებები აღენიშნებოდა 6 პირს. მაგალითად, ერთ-ერთ ჟურნალისტს თავი ჰქონდა გატეხილი, მეორე ჟურნალისტს – მარცხენა თვალბუდის არე მთლიანად ჰქონდა ჩაწითლებული და სახე შეშუპებული, მესამეს კი ცხვირის, ყვრიმალებისა და შუბლის არეში შეშუპებები და ნაკაწრები. ამასთან, იზოლატორში რწმუნებულის ყოფნის დროს შემოყვანილ ერთ-ერთ დაკავებულებს დასჭირდა კლინიკაში დაუყოვნებლივი გადაყვანა ქირურგიული ჩარევის მიზნით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის წარმომადგენლები ამ წუთებშიც აგრძელებენ სხვა დაკავებულების მონახულებას, როგორც თბილისში, ისე დასავლეთ საქართველოში.

„სახალხო დამცველის აპარატმა ყველა დაკავებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი პირის შესახებ უკვე შეატყობინა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს/პროკურატურას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება და გამოავლინოს ყველა პასუხისმგებელი პირი, ვისმა მოქმედებამ, შესაძლო დავალებამ თუ მდუმარებით გამოხატულმა თანხმობამ შედეგად გამოიწვია მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების უფლებების უხეში ხელყოფა. ასევე, უკიდურესად აუცილებელია გამოძიება წარიმართოს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით (არასათანადო მოპყრობის სპეციალური მუხლებით), რომელიც ზუსტად ასახავს იმ ქმედებების შეფასებას, რაც ღამის მანძილზე განხორციელდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეაფერხოს გამოძიების პროცესი და ითანამშრომლოს გამოძიებასთან ყველა დამნაშავე პოლიციელის, სპეცრაზმელისა და სამინისტროს შესაბამისი ხელმძღვანელების იდენტიფიცირების მიზნით და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია გამოძიებას.

„სახალხო დამცველი მოუწოდებს სასამართლოებს უზრუნველყონ დაკავებული მომიტინგეების სამართლიანი სასამართლოს უფლების ზედმიწევნითი დაცვა, არსობრივად შეაფასონ დაკავების კანონიერების საკითხი და არ დაეყრდნონ მხოლოდ პოლიციელთა განმარტებებს ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობის პირობებში“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

„პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს საქართველო წყვეტს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ოთხი წლით“ – „ქართული ოცნების“  კომუნიკაციის დეპარტამენტი 

ნინო წილოსანი: „ამაზრზენია საკუთარი ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ, ვითომ ევროკავშირს შეფიცული დიპლომატები – ამ ფარსის შემდეგ, უფრო დამაჯერებლები იქნებით, თუ დატოვებთ თანამდებობებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g