LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის რომელ ქალაქში იქნება ზაფხულში დასვენება ყველაზე იაფი?

158
lisbon_martim_moniz_square

ევროპული ქალაქი, სადაც 2023 წლის გატარება ყველაზე იაფი ეღირება პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონია. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტაბლოიდი Express ავრცელებს.

გამოცემის თხოვნით, სპეციალისტებმა ევროპის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურთა ხარჯები გააანალიზეს და საზაფხულო შვებულებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტი გამოავლინეს. ექსპერტებმა გაითვალისწინეს ცხოვრება 2 ღამით, ვახშამი ორ ადამიანზე ღვინით, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარჯი და ღირსშესანიშნაობების მონახულების ღირებულება.

ლისაბონში მთელმა დანახარჯმა 225 ფუნტი შეადგინა. დაახლოებით ამდენივესვე იხდიან ტურისტები ვილნიუსშიც. რეიტინგის შემდეგ პოზიციას ათენი, კრაკოვი, რიგა, ზაგრები და ბუდაპეშტი იკავებს. ამ ქალაქებში 2 დღის გასატარებლად მოგზაურებს 235-240 ფუნტი დასჭირდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები