LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩუტყვავილას შემთხვევების მატება გასული წლის შუა პერიოდიდან უკვე აღინიშნა” – თამარ გაბუნია

149
გაბუნია

ჩუტყვავილას შემთხვევების მატება გასული წლის შუა პერიოდიდან უკვე აღინიშნა, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ესეც გარკვეულწილად უკავშირდება პანდემიის მიმდინარეობას, რამაც რეალურად შეცვალა რესპირაციული გზით გადაცემადი ინფექციების ტრაექტორია და ტენდენციები.

„ჩუტყვავილას შემთხვევების მატება გასული წლის შუა პერიოდიდან უკვე აღინიშნა. ესეც გარკვეულწილად უკავშირდება პანდემიის მიმდინარეობას, რამაც რეალურად შეცვალა რესპირაციული გზით გადაცემადი ინფექციების ტრაექტორია და ტენდენციები.

აქედან გამომდინარე გარკვეული მატება ჩუტყვავილას შემთხვევების გვქონდა. თუ ბავშვს ჩუტყვავილა აქვს, მთავარია, რომ ოჯახის ექიმის ყურადღების ქვეშ იყოს“, – აღნიშნა „იმედის” ცნობით, თამარ გაბუნიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g