„ვალსი, ტანგო, რუმბა, სამბა, ჩა-ჩა-ჩა“ – ეს სამეჯლისო ცეკვების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში პოპულარული გახდა.
ამაში გარკვეული წვლილი გადაცემა „ცეკვავენ ვარსკვლავებსაც“ მიუძღვის, სადაც პროფესიონალ მოცეკვავეებთან ერთად პროექტის მონაწილეები სხვადასხვა სახეობის ცეკვებს ასრულებენ.
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამორჩეული მოცეკვავეები არიან ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მათ მიერ შესრულებულ საერთო ცეკვებს ათასობით ნახვა და მოწონება აქვს. მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ პროფესიონალები არიან.
„სასწაულები ხართ ორივე! გენიალური ???“, „??? როცა ცეკვაში გრძნობებიცაა, მაშინ სასწაული იქმნება ?“, „ატომური ბომბი ხართ ორივე ერთად ❤️❤️❤️“, „ჯულიანაზე მეტად ოთო არავინ გიხდება ❤️?? ჯულიანა ნამდვილი სასწაულია ?❤️❤️? ორივე ავსებთ ერთმანეთს“ – აღნიშნავენ მათი გამომწერები.
ჯულიანას და ოთოს მიერ შესრულებული ცეკვებიდან განსაკუთრებით პოპულარულია დადიანების სასახლის ზღაპრული საშობაო მეჯლისი, სადაც წყვილმა ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის კომპოზიციაზე საოცრად იცეკვა.
დიდი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა ჯულიანას და ოთოს მიერ შესრულებულმა ცეკვამ „ვენური ვალსი“, რომელიც აჭარის ულამაზესი ხედების ფონზე შეასრულეს.
ჯულიანას და ოთოს ცეკვის სტუდია აქვთ და მსურველებს სამეჯლისო ცეკვების შესწავლაში ეხმარებიან.
⬇ გიზიარებთ წყვილის მიერ შესრულებულ ცეკვებს ⬇
საშობაო მეჯლისი დადიანების სასახლეში
ვენური ვალსი
ტანგო
ჩვენი ქორეოგრაფების საოცარი ტანგო❤️??
“Caucasus Cup 2023”
OTaber Poladashvili Julianna Bar-Gnar#otojulianaproject #ცეკვააბედნიერებს #competition #dancers #dancestudio
Posted by OTo & Juliana Project on Sunday, 28 May 2023
ჩვენი საუკეთესო ქორეოგრაფების შთამბეჭდავი ცეკვა გადაცემა “მთავარ როლში” ❤️?
Posted by OTo & Juliana Project on Friday, 20 January 2023
??
Posted by OTo & Juliana Project on Tuesday, 24 January 2023