უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამაყობს დიდი ბრიტანეთის გამოცდილებით უკრაინის მხარდაჭერაში და თქვა, რომ სურს დარწმუნდეს, რომ ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინის წარმატებისთვის.
„ვეთანხმები NATO-ს გენერალურ მდივანს, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. რაზეც ახლა უკრაინასთან ვსაუბრობთ, არის იმის უზრუნველყოფა, რომ მათ ჰქონდეთ ყველა საჭირო მხარდაჭერა წარმატებული კონტრშეტევისთვის“, – განაცხადა სუნაკმა.