მალე ესპანეთის ყველაზე მსხვილ გასართობ პარკში, Port Aventura-ში ახალი გასართობი ცენტრი Ferrari Land Park მოეწყობა, რომელიც ატრაქციონების ერთგვარ ზონადაა ჩაფიქრებული და სარბოლო ავტომობილებს მიეძღვნება.
გასართობი ცენტრის მთავარი ატრაქციონი ”ამერიკული მთები” იქნება, რომელიც ექსტრიმის მოყვარულებს 112 მეტრის სიმაღლეზე აიყვანს და ევროპულ ანალოგებს შორის, ყველაზე მაღალი და სწრაფი იქნება. ატრაქციონის ვაგონები 180 კ/სთ-ს განავითარებენ, რაც Ferrari Land Park-ის შემქმნელების აზრით, ნებისმიერს აგრძნობინებს თავს ”ფორმულა 1”-ის პილოტად.
გარდა ამისა, Ferrari Land Park-ში სარბოლო თრეკი, ტრასის საიმიტაციო ავტომატ-სიმულატორები და იტალიის რამდენიმე ცნობილი ღირსშესანიშნაობება, მათ შორის რომის კოლიზეუმი და ვენეციური სან-მარკოს მოედანი მოეწყობა.