LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air-მა ფრენები 5 ახალი მიმართულებით დაიწყო – ფრანკფურტიდან ქუთაისში პირველი რეისი უკვე შესრულდა

209
wizz (2)

1-ლი ივნისიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება ევროპის 5 ქალაქის: ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებებით დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ახალი მიმართულებების გარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, ასევე შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.

„5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. ხოლო, პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრანკფურტიდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი ცოტა ხნის წინ შესრულდა, რომელსაც 194 მგზავრი ჩამოჰყვა. მესამე ბაზირებული ხომალდის დაბრუნებასთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ზედიზედ რამდენიმე წელია WIZZ AIR საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია. 2022 წლის მონაცემებით, ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტში 683, 000 მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის ივნისიდან ჯამურად, WIZZ AIR ქუთაისიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით იფრენს“, – აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g