LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაფხიზელი ცხოვრება კარგი ტონი აღარ არის, სიფხიზლე შემოვიდა მოდაში“ – ლევან მათითაშვილი

1008
45

„არაფხიზელი ცხოვრება უკვე აღარ არის კარგი ტონი“, – ამის შესახებ ვახო მეგრელიშვილის საავტორო გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“, ლევან მათითაშვილი საუბრობს.

გადაცემაში სტუმრად მყოფმა ლევან მათითაშვილი პარალელებს წარსულში დამკვიდრებულ მიდგომებთან ავლებს და აღნიშნავს, რომ „დღეს მიდგომა შეტრიალდა და დღეს ფხიზლად ცხოვრებაა „ტრენდი“.

„ვთქვათ, კლუბებში შედიხარ – კლუბებიც ხომ სხვადასხვა სახის არის – მაგრამ თუ პრესტიჟულ კლუბში შედიხარ, იქ არაფხიზელი მოქცევა აღარ არის კარგი ტონი, ანუ სიფხიზლე შემოვიდა მოდაში და ეს ხელს ძალიან გვიწყობს ჩვენ, რომ ამაზე უფრო აქტიურად ვისაუბროთ.

20 წლის წინ, მე რომ მეთქვა, რომ, ბოდიში და, ფხიზლად „მევასება“ ცხოვრება და კარგად ვგრძნობ თავს, შეიძლება ვინმეს დავეცინე, რომ „რა ფხიზლად“, „როგორ არ მოიხმარ მოსაწევს“…

დღეს ეს მიდგომა უკვე შეტრიალდა და დღეს ფხიზლად რომ ვცხოვრობ, ეს არის „ტრენდი“ და მე ამით ვამაყობ. ამიტომ, საჭიროება დადგა – მე ჩემს თავს მივხედო, რომ ფხიზლად როგორ ვიცხოვრო, ის გზები მოვიძიო“, – ამბობს ლევან მათითაშვილი.

როგორ დაეხმარა ნანიკო ხაზარაძე მეუღლეს ალკოჰოლდამოკიდებულების დაძლევაში 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები