LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაეხმარა ნანიკო ხაზარაძე მეუღლეს ალკოჰოლდამოკიდებულების დაძლევაში

2411
levanidananiki2025

ლევან მათითაშვილმა ახლახან გამოსცა წიგნი ალკოჰოლდამოკიდებულებასა და მისგან თავის დაღწევის გზებზე. წიგნის სახელწოდებაა „მე დამოკიდებული ვარ“. როგროც ლევანი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, მისი მეუღლის, ნანიკო ხაზარაძის როლი მის გამოჯანმრთელებაში დიდია.

ლევან მათითაშვილი:

„ამას პრობლემას ვერ დავარქმევდი. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპია, მე მადლიერი ვარ ჩემი განვლილი ცხოვრების, ყველა ნაბიჯი გამოცდილებაა. რაც შეეხება ნანიკოს, ოჯახი არის ერთობა, სადაც ერთი მიმართულების ხედვა არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს მიდგომას – „მე მინდა, შენ ისეთი იყო, როგორიც მე მინდა“, ერთმანეთის მიმართ ყოველთვის ჯანსაღი მიდგომები გვქონდა. როცა გავიგე, რომ ჩემი მდგომარეობა დაავადება იყო, სიმართლე გითხრათ, გამიხარდა. გამოჯანმრთელების პროცესში ნანიკოს როლი დიდია, ყველანაირად გვერდში დამიდგა. თუმცა აქ ერთ მომენტს აღვნიშნავ – გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო, თუ ადამიანს თვითონ არ უნდა, საკუთარ თავს დაეხმაროს, ამას ვერავის ხათრით ვერ გააკეთებს…“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g