LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე რაც გამიკეთა, ეს საზიზღარი ღალატი იყო” – თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე

295
BeFunky-collage - 2023-06-07T222609.489

მე რაც გამიკეთა, ეს საზიზღარი ღალატი იყო, – აღნიშნულის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „ნაციონალური მოძრაობის” წევრ, ნიკა მელიას მისამართით განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი ტალახის ატანა მოუწია, რაც ნერვების ფასად დაუჯდა.

„არ მიყვარს ადამიანები, როდესაც ღალატობენ ყველა ღირებულებას და ამ ღალატის დროს უნდა, რომ შენც გაგხადოს თანამონაწილე. ვერავინ ვერასოდეს ვერ გამხდის ჭუჭყიანი სვლის თანამონაწილედ. როდესაც საუბარი იყო 2018 წელს, ჩემთან სახლში, რა მოლაპარაკებაც იყო, ყველაფერს უღალატა.

ყველაფერი ტყუილი იყო, არაფერი არ შეინარჩუნა. ასევე, დაარღვია გრიგოლ ვაშაძის მიმართ. როგორ ლანძღავდა ბატონ გრიგოლს, ეთერი არ გამოუტოვებია, გაოგნებული ვიყავი…

დაკავების შემდგომ სხვა მდგომარეობაში დაიწყო მან საუბარი. მე არ მინდა განვიხილო, ეს მასზე იყოს. ყოველ შემთხვევაში მივხვდი, რომ ეს ადამიანი გადამწყვეტ ბრძოლაში საშიშია და არ არის სანდო. მოვექეცი ისე როგორც არასანდო ადამიანებს ექცევიან, ეს ჩემი თვისებაა.

ციხეში მყოფ ადამიანთან, რომ ეცდება ვინმე შემარცხვინოს, ამას ღალატი ჰქვია. მან ისეთი რამ ჩაიდინა 1 წლის წინ, აქციაზე. ჩემი მორევა მაშინ უფრო ადვილი იყო, რადგან არ ვიყავი ენმ-ის წევრი. მე რაც გამიკეთა, ეს საზიზღარი ღალატი იყო.

რა თქმა უნდა ვითმინე, რადგან იმ დროინდელი პროცესისთვის ზიანი არ მიმეყენებინა და ეს ნერვების ფასად დამიჯდა. ყველანაირ ტალახს ვიტანდი, რადგან არ მინდოდა სიმართლის სინათლეზე გამოტანას რყევები გამოეწვია. მაგრამ შემდეგ უკვე თვითონ შეარყია ყველაფერი და საკუთარი პარტიის ლანძღვა დაიწყო“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g