LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში ოჯახებს ელექტრო ველოსიპედებს დაურიგებენ

118
thumb_1024x663_frendsbork-cargo-bike-11zon

დანიური ქალაქი ფრედენსბორგი, რომელიც კოპენჰაგენიდან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ოჯახებს ტესტ-დრაივისთვის ელექტრო-ველოსიპედებს დაურიგებს. მუნიციპალიტეტი ადგილობრივ მოსახლეობას სთხოვს, რომ შეამოწმონ, შეძლებენ თუ არა ისინი ავტომობილის ეკოლოგიურად სუფთა ორბორბლიანი ტრანსპორტით ჩანაცვლებას. ინფორმაციას ამის შესახებ The Mayor ავრცელებს.

სატვირთო ელექტრო ველოსიპედი წინ სავარძლითაა აღჭურვილი და მისი დახმარებით ბავშვების ტარება ძალიან კომფორტულია.
ტრანსპორტს 3 თვით დაარიგებენ. სანაცვლოდ ოჯახებს ინიციატივის შეფასება მოუწევთ და იმასაც უნდა დააკვირდნენ ამ დროის განმავლობაში რამდენად შეიცვლება მათი ჩვევები.

ევროპა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხალხს ავტომობილზე უარი ათქმევინოს და ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადაიყვანოს. მაგალითად, მადრიდში საქალაქო ელექტრო ველოსიპედების გამოყენება მთელი თვის განმავლობაში უფასო იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები