LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის 5 ქალაქი შემოდგომის უიკ-ენდისთვის

118

ეიფელის კოშკი პარიზში და ცნობილი აბანო ბუდაპეშტში, ძველი ქალაქი რიგაში და კარლოვის ხიდი პრაღაში – იდეალური საშემოდგომო შვებულება და დაუვიწყარი მოგონებები!

 

პრაღა, ჩეხეთი

”თუ გინდათ უცხოპლანეტელებს ევროპა ერთი ქალაქით გაააცნოთ, აჩვენეთ მათ პრაღა!” – ამბობდა ცნობილი ჟურნალისტი პეტერ ვაილი. პრაღა ყოველთვის არაჩვეულებრივი ქალაქი იყო, რომელმაც საკუთარ თავში ევროპული ქალაქების ყველა ღირსება გააერთიანა. ტურისტები პრაღაში წითელი კრამიტის სახურავებით დასატკბობად, გოლემსა და ალქიმიკოსებზე ლეგენდების მოსასმენად, შუასაუკუნეების ქუჩების ლაბირინთებში სამოგზაუროდ, წმინდა ვიტას ტაძრის სანახავად და კარლოვის ხიდზე სანუკვარი სურვილის ჩასაფიქრებლად ჩადიან. მოგზაურობის აუცილებელ პროგრამაშია სტარომესტის მოედანზე სეირნობა, ვიშეგრადის მოჩვენებების გაცნობა და ადგილობრივ კაფეებში ჩეხური ლუდის დაგემოვნება.

5196b1d02fc1bc1a04293cffb8858469788760dd

პარიზი, საფრანგეთი

პარიზი დიდი ხანია არ თმობს ლიდერობას ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტების რეიტინგში. მისი მთავარი კოზირი – ელისეის მინდვრები, ჯოკონდა ლუვრში, დიდებული ტაძარი ნოტრ-დამ-დე-პარი და თავბრუდამხვევი ხედებია ეიფელის კოშკიდან. საფრანგეთის დედაქალაქი მისი მუდმივად ხმაურიანი ბულვარებით, ორსეს მუზეუმის სიმდიდრით და მონმარტრის იმ პატარა კაფეებით იზიდავს მოგზაურებს, სადაც ოდესღაც მთელი ევროპის ბოჰემა იყრიდა თავს.

6ddbeac3c01a70c960cca475d7e0c4c674920c98

ბუდაპეშტი, უნგრეთი

ხანმოკლე შვებულება ბუდაპეშტში – სასარგებლოსა და სასიამოვნოს შეთავსების საუკეთესო საშუალებაა, რადგან სწორედ უნგრეთის დედაქალაქშია ევროპის ყველაზე ლამაზი პარლამენტის შენობა, ადგილობრივი ”ელისეის მინდვრები” – ანდრაშის მოედანი, ჯაჭვის ხიდი, რომელსაც ადგილობრივები სიყვარულით ”მოხუც ქალბატონს” ეძახიან და რაც მთავარია, სამკურნალო წყლებით ცნობილი უზარმაზარი აბანო. ბუდაპეშტი, რომლის ტერიტორიაზე 80-ზე მეტი თერმული წყაროა, ერთადერთი დედაქალაქია კურორტის სტატუსით. ასე რომ, ქალაქში მოგზაურობისას აუცილებლად ესტუმრეთ ”სეჩინის” – ევროპის ყველაზე დიდ სააბანო კომპლექსს, დატკბით მარმარილოთი მოპირკეთებული ”გილერტეს” კოლონებით და მიიღეთ აბაზანა ”რუდაშას” თერმულ აუზში.

3681b449062d9050c93140ceb7b776c248ccbc16

ბერლინი, გერმანია

ბერლინის ორი სიტყვით აღწერა შეუძლებელია. ესაა ქალაქი-კოსმოპოლიტი, რომლის ქუჩები დიდი ხანია ტურისტების საკუთრებაა, ქალაქი-პარკი, სადაც თავისუფლად შიძლება გაზონზე წამოწოლა და ქალაქი-მუზეუმი, რომლის ყველა გამოფენის ნახვას თვეც არ ეყოფა. ბერლინშია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ლამაზი ზოოპარკი, ისტორიული რაიხსტაგი და სამუზეუმო კუნძული დედოფალ ნეფერტიტის ბიუსტით, ზევსის სამსხვერპლოთი და სხვა ანტიკური ღირსშესანიშნაობებით. ბერლინში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ესტუმროთ კროინცბერგისა და ფრიდრიხშაინის კვარტლების ღამის კლუბებს და კურფიურსტენდის ბუტიკებს.

a42fafddece7c3000f2012c92919852e66a9713e

რიგა, ლატვია

ზღვის მარილიანი სუნი, მყუდრო კაფეები და გემრიელი ყავა, ცხოვრების აუჩქარებელი რიტმი და მომხიბვლელი ძველი ქალაქი – ყველაფერი ეს რიგაა, რომელიც მართალია, თავისი მასშტაბებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპის სხვა დედაქალაქებს, მაგრამ მისი მონახულება მაინც აუცილებელია. ლატვისს დედაქალაქის მშვენებაა წმინდა პეტრეს ეკლესია, ალბერტისა და ელიზაბეტეს ქუჩები თავისი მდიდრული სასახლეებით და იაუნიელას ქუჩა, სადაც ცნობილი ფილმები ”გაზაფხულის 17 გაელვება” და ”შერლოკ ჰოლმსია”  გადაღებული.

6cbc8f8c0465d7265cac98a96cb3d32dbe5c942e

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები