LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ათასობით ადამიანისათვის დარჩება სიკეთის, სინათლისა და ღირსების სიმბოლოდ“ – ცნობილი პედაგოგი, „გერმანული სკოლის“ დამფუძნებელი გარდაიცვალა

437
ფორტუნა - 2023-06-15T114509.149

მეექვსე საავტორო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა სკოლის დამფუძნებელი, ღვაწლმოსილი პედაგოგი ნინო რამიშვილი.

„ტკივილითა და მწუხარებით გაუწყებთ ჩვენი სკოლის დამფუძნებლის: ნინო რამიშვილის გარდაცვალებას. 40 წლის წინ ნინო რამიშვილმა საქართველოში ყველაზე ქართული და ყველაზე თანამედროვე სკოლა შექმნა, რომელიც დღემდე თავისუფალ, მოაზროვნე, პატრიოტული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით შემკულ ახალგაზრდებს ზრდის.

ნინო რამიშვილი ათასობით ადამიანისათვის დარჩება სიკეთის, სინათლისა და ღირსების სიმბოლოდ,“ – წერია სკოლის ფეისბუკგვერდზე.

 

?
ტკივილით და მწუხარებით გაუწყებთ ჩვენი სკოლის დამფუძნებლის: ნინო რამიშვილის გარდაცვალებას.
40 წლის წინ ნინო რამიშვილმა…

Posted by მეექვსე საავტორო სკოლა – ოფიციალური გვერდი / Sechste Autorisierte Schule on Wednesday, June 14, 2023

 

ნინო რამიშვილს ემშვიდობებიან ცნობილი ადამიანები და იხ­სე­ნე­ბენ იმ დამ­სა­ხუ­რე­ბას, რო­მე­ლიც პედაგოგს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში აქვს შე­ტა­ნე­ლი.

კონსტანტინე გამსახურდია:

„გარდაიცვალა ნინო რამიშვილი, გერმანული სკოლის დიდი პატრიოტი და დირექტორი, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მხურვალე მხარდამჭერი, ჩემი მასწავლებელი თბილისის ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში; ქალი, რომელსაც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, გონიერი და ღირსეული ადამიანები აფასებდნენ. ნაადრევად წასული პოეტის, პაკო სვიმონიშვილის დედა.

გულწრფელი სამძიმარი მინდა ვუთხრა მიხო სვიმონიშვილს და მის ოჯახს. ვიღაც წავიდა.

ჩატეხილი რითმაში ქარი – განწყობა ჩემი.

სამ სამანზე ქრებოდა დილა.
სიჩუმეს ცრიდა ასპიროზი და ლურჯი მთვარე…

ვიღაც წავიდა, სიზმარს იქით ღამე იხილა.

(პაკო),“ –  წერს კონსტანტინე გამსახურდია.

 

გარდაიცვალა ნინო რამიშვილი, გერმანული სკოლის დიდი პატრიოტი და დირექტორი, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მხურვალე…

Posted by Konstantine Gamsakhurdia on Wednesday, June 14, 2023

 

ბაკურ სულაკაური:

„უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, იმ წელსვე დავიწყე მასწავლებლად მუშაობა ე.წ. გერმანულ სკოლაში და ბუნებრივია, სკოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი – ნინო რამიშვილიც გავიცანი.

ალბათ, არასოდეს არც ერთ დირექტორს არ მიუცია თავისი თანამშრომლისათვის ისეთი თავისუფლება, როგორსაც მაძლევდა ნინო. ეს საკვირველი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ რამეში ძალიან განსხვავებული შეხედულებები გვქონდა.

მუდმივად ვგრძნობდი ხოლმე მისგან არა მხოლოდ სიყვარულს, არამედ უზომო პატივისცემასაც. ათწლეულების განმავლობაში ვმეგობრობდით. პერიოდულად ვხდებოდით ხოლმე და რაც დრო გადიოდა, მით უფრო ვაფასებდი ნინო რამიშვილს. მართლა უკიდურესი იშვიათობაა ასეთი ქარიზმატული, გონიერი და კეთილშობილი ადამიანი.

საშინელებაა ნინო რამიშვილზე წარსულ დროში საუბარი. სამწუხაროდ, დღეიდან მოგვიწევს. ნინო ჩვენს შორის აღარაა, მაგრამ ამავე დროს სულ ჩვენთან იქნება.“ – წერს ბაკურ სულაკაური.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g