LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასდროს მქონია ე.წ. „ლაქშერული“ ცხოვრება, პირიქით, ოცნება მოგზაურობაზე და კიდევ ბევრ რამეზე, დიდი ხნის განმავლობაში აუხდენელი მრჩებოდა“ – სოფი ლორენის სარძლო მარიამ შარმანაშვილი გარშემომყოფებს რჩევას უზიარებს

1273
Untitled design (9)

სოფი ლორენის ქართველი სარძლო მარიამ შარმანაშვილი ადამიანებს ურჩევს, რომ „დაიწყონ ფიქრი იმაზე, თუ რამდენად იღბლიანები არიან, რადგან ოცნებები მანამდე არ დაიწყებენ ახდენას, სანამ საკუთარ აზროვნებაში ამ მნიშვნელოვან დეტალს არ შეცვლიან“.

ვიდეო: სოფი ლორენის ქართველი სარძლო ლეგენდარულ სადედამთილოსთან ერთად ვერონას ამფითეატრში: მარიამ შარმანაშვილი ემოციურ კადრებს გვიზიარებს

„ვინც ამ Story-ს ნახულობთ და ჯერ არასდროს გიმოგზაურიათ, გული არ გაიტეხოთ! ყველაფერი წინ გაქვთ ჩემო ძვირფასებო. ორი წლის წინ, პირადად მე, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს პასპორტიც კი არ მქონდა. არასდროს მქონია ე.წ. „ლაქშერული“ ცხოვრება, პირიქით, ოცნება მოგზაურობაზე და კიდევ ბევრ რამეზე, დიდი ხნის განმავლობაში აუხდენელი მრჩებოდა. ოცნებებმა მანამდე არ დაიწყო ახდენა, სანამ არ შევცვალე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ჩემს აზროვნებაში, ჩემი წარმოდგენა საკუთარ იღბალზე, დავიწყე იმის დაჯერება, რომ ვარ ძალიან იღბლიანი.. თუ ყოველდღე ეტყვით საკუთარ თავს, რომ ძალიან იღბლიანი ხართ, სამყარო დაგიჯერებთ და მოგექცევათ, როგორც იღბლიანს. ამ ძალიან პირად დეტალს იმიტომ გიზიარებთ, რომ მინდა ჩემს გარშემო ადამიანებს უკეთესი მომავლის რწმენა გაგიჩნდეთ და ირწმუნოთ, რომ პოზიტიურად ფიქრს დიდი ძალა აქვს. მიყვარხართ“, – წერს მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g