კონკურსის ”წლის მსოფლიო ქალური ავტომობილის” გამარჯვებული კროსოვერი Jaguar F-Pace გახდა. ამავე ავტომობილმა მოიპოვა პირველი ადგილი ”საუკეთესო ყველგანმავლების” კატეგორიაშიც.
მთლიანობაში კონკურსზე 294 ავტომობილი გახლდათ წარდგენილი. საუკეთესოს კი ირჩევდა ჟიური, რომელშიც მსოფლისო 14 ქვეყნიდან 17 საავტომობილო ჟურნალისტი ქალბატონი შედიოდა. ფინალში მხოლოდ 32 ავტომობილი დარჩა, რომელთაგან ჟიურიმ ექვსი კატეგორიის გამარჯვებული გამოავლინა.
წელს დაემატა კიდევ ერთი კატეგორია ”ჰოლი რიჩის ოცნებოს ავტომობილი”, რომელიც ამა წლის ოქტომბერში გარდაცვლილ ჟიურის წევრს ეძღვნება. წელს აღნიშნული კატეგორიის ლიდერი სუპერქარი ”McLaren 570S” გახდა.
მთლიანობაში გამარჯვებულთა ჩამონათვალი ასეთია:
საუკეთესო საოჯახო ავტომობილი – Honda Civic
საუკეთესო ბიუჯეტური ავტომობილი – Honda Jazz
საუკეთესო ყველგანმავალი – Jaguar F-Pace
საუკეთესო სპორტული ავტომობილი – Ford Mustang
საუკეთესო მდიდრული ავტომობილი – Volvo S90
საუკეთესო ”მწვანე” ავტომობილი – Toyota Prius