LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PSP Beauty Fair – 23, 24 და 25 ივნისს წლის მთავარი სილამაზის ფესტივალი გაიმართება

662
პსპ

კომპანია PSP-ს ორგანიზებით, 23, 24 და 25 ივნისს წლის მთავარი სილამაზის ფესტივალი – PSP Beauty Fair იმართება. We are Beauty – ამ სლოგანით სილამაზის ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება და მას PSP მართავს. ფესტივალი მასშტაბით იმეორებს და რიგ შემთხვევებში უსწრებს კიდეც უცხოურ ანალოგებს, რაც  ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ყურადღების ცენტრში აქცევს.

სამი დღის მანძილზე, ფესტივალზე მოსული მომხმარებელი შეძლებს ყველა იმ საინტერესო გამოცდილების მიღებას, რაც სიამოვნებას ანიჭებს თავის მოვლის მოყვარულ  ადამიანს.

ადგილზე მისულ სტუმრებს დახვდებათ ყველასთვის საყვარელი ფრანგული, კორეული თუ იტალიური ბრენდების კუთხეები და მათი საერთაშორისო წარმომადგენლები.

ფესტივალის განმავლობაში PSP, როგორც ზრუნვის ადვოკატი, არღვევს სტანდარტებს და გარდა სააქციო თუ სასაჩუქრე შეთავაზებებისა, მომხმარებელს სთავაზობს სერვისებს პირადი გამოცდილებებისა და სასიამოვნო მოგონებების დასაგროვებლად – სტუმრები გაივლიან უფასო კონსულტაციებს, დაესწრებიან მასტერკლასებს და ჩაიტარებენ თავის მოვლის პროცედურებს.

ჩამონათვალში ნახავთ ყველა იმ სერვისს, რომლის მიღებასაც PSP Beauty Fair-ის განმავლობაში შეძლებთ:

  • კონსულტაცია დერმატოლოგთან და რჩევების მიღება;
  • კონსულტაცია სტომატოლოგთან;
  • კონსულტაცია ნუტრიციოლოგთან და რჩევების მიღება;
  • ფასდაკლების ვაუჩერები სტომატოლოგიურ სერვისებზე;
  • სახის დიაგნოსტიკა;
  • თმის დიაგნოსტიკა;
  • სხეულის დიაგნოსტიკა;
  • ხელის მასაჟი;
  • სახის მოვლის პროცედურები;
  • თმის მოვლის პროცედურები;
  • თვალის საფესტივალო, უფასო მაკიაჟი ვიზაჟისტთან;
  • თმის ღებვის მასტერკლასი იტალიელი თმის მოვლის ექსპერტებისგან;
  • წარბის ლამინირება;
  • წამწამების ლამინირება;
  • სხეულის ხნით მოხატვა;
  • ძიძების მომსახურება 2+ ასაკის ბავშვებისთვის;
  • ფასდაკლებები და საჩუქრები 50+ ლარიან შენაძენზე;
  • დამატებით, PSP-ს პროდუქციის კონცეპტის ბარათით გადახდისას, მომხმარებელი დამატებით დაიბრუნებს 10%-ს ქეშბექის სახით;
  • სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ფესტივალზე დაგროვებული პლასტმასა შეგროვდება „ტენე“-ს სპეციალურ ყუთებში და გადამუშავდება.

 

ფესტივალის ჩატარების ადგილი: ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცე, მე-11 პავილიონი. წერეთლის გამზ. N118.

ფესტივალზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://pspbeautyfair.ge/registration

რეგისტრაციის შემდეგ, SMS-ის სახით მიიღებთ ელექტრონულ ბილეთს, რომლითაც შემოხვალთ ფესტივალზე.

 ყველა სიახლისა და დამატებითი დეტალის გაგებას შეძლებთ PSP Beauty Fair-ის გვერდზე: https://go.psp.ge/3N2hGIX

 

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g