LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini საკუთარ თავს ქანდაკებას უძღვნის

75

კომპანია Lamborghini საკუთარი თავის პატივსაცემად სანტ აგატაში მდებარე შტაბ-ბინასთან ახლოს ორ ძეგლს დაიდგამს. ხელოვნების ობიექტები, რომელთა კონცეფცია ორმა სხვადასხვა დიზაინ სტუდიამ შეიმუშავა, მარკის მშობლიურ ქალაქში მომავალი წლის შემოდგომაზე გამოჩნდებიან.

Lamborghini-მ ქანდაკებების გარეგნული მხარის შესარჩევად კონკურსი ჩაატარა, მასში სახელგანთქმული დიზაინ სტუდიები და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები კერძო დიზაინერები მონაწილეობდნენ. მთლიანობაში კომპანიამ 500-ზე მეტი ნამუშევარი მიიღო.

ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის ავტორი სტუდია ACQ გახდა, რომელიც იტალიურ ქალაქი ლივორნოში ფუნქციონირებს. ქანდაკებას რთული გეომეტრიული ფორმა აქვს და შორიდან ჭექა ქუხილის გავარდნას ჰგავს. Lamborgini-ში მას მინიმალური და მკვეთრი უწოდეს და აღნიშნეს, რომ მარკის სუპერქარების საფირმო სტილთან ახლოს არის.

მეორე გამარჯვებული ნამუშევარი ლონდონურ სტუდია 0.9-ს ეკუთვნის, მასში მრავალი თხელი ფირფიტაა, რომლებიც მიწისკენ იხრებიან და ერთმანეთის პარალელურად არიან განთავსებულნი. კომპანიაში მიიჩნიეს, რომ ქანდაკება სისწრაფესა  და დინამიურობაზე ჩაგაფიქრებს.

გამარჯვებულები 12 000 ევროს გაიყოფენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები