LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქმარო, მე შევცდი, მაპატიე“ – პლაკატებით შეიარაღებულმა ქალმა ყოფილი ქმრის ფანჯრებთან 6 საათი გაატარა

115
Capture

ჩინეთის მკვიდრი ყოფილი ქმრის სახლთან მივიდა და 6 საათი არ განძრეულა. ქალს ხელში პლაკატები ეკავა და მათზე მხოლოდ ერთი თხოვნა იყო. ინფორმაციას ამის შესახებ South China morning post ავრცელებს.

შანდუნის პროვინციის ერთ-ერთი ქალაქის პარკინგზე ქალი გასულ კვირას შეამჩნიეს. მას ხელში ორი პლაკატი ეკავა, ორივეზე ლამაზი წარწერები იყო დატანილი: „ქმარო, მე მართალი არ ვარ!“ „მე მხოლოდ ის მინდა, რომ ისევ დავქორწინდეთ და ჩვენს შვილს სრულფასოვანი ოჯახი ჰყავდეს. მე აქ დაგელოდები, სანამ ჩემთან ჩამოხვალ“.

თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ყოფილმა ცოლმა ფანჯრებთან მინიმუმ 6 საათი გაატარა. დრო და დრო ქალი მუხლებზეც დგებოდა, ქმრის სახელს ყვიროდა და მას დაბლა ჩასვლას სთხოვდა. თუმცა, მიუხედავად ჩინელის ყველა მცდელობისა, როგორც ჩანს, კაცს ოჯახის გაერთიანება არ სურდა და სახლიდან არ გასულა.

ქალის ქცევამ სოცქსელებში ორაზროვანი რეაქცია გამოიწვია. იყვნენ ისეთები, ვინც ყოფილ ცოლს გაუგო და მის მდგომარეობაში შევიდა, სხვების აზრით კი კაცი სწორად მოიქცა, როცა დაბლა ჩასვლისგან თავი შეიკავა.

ადგილობრივი გამოცემების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ჩინეთში ძალიან გაიზარდა განქორწინებების რიცხვი. სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 2022 წლის პირველ მესამედში ქვეყანაში 1,64 მილიონი წყვილი გაეყარა ერთმანეთს, რაც თითქმის 4%-ით მეტია ვიდრე 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები