ლეო მესი ახალ პროფესიას ეუფლება. შედგა მისი სამსახიობო დებიუტი!
ლეომ საკუთარ ითავი განასახიერა არგენტინულ სერიალში Los Protectores – „მცველები“. სიუჟეტი სამი საფეხბურტო აგენტის შესახებაა, რომლებმაც გაერთიანება გადაწყვიტეს, რათა კარიერა გადაარჩინონ და არ გაკოტრდნენ.
მესი მეორე სეზონის პირველ სერიაში ჩნდება. მთავარი გმირების ტრიო პარიზში ჩადის, რათა ლეოს პროექტში მონაწილეობა შეთავაზონ, რომლის მიზანი ახალგაზრდა ფეხბურთელების მხარდაჭერაა.
ანდრეს პარამ, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, მაღალი შეფასება მისცა ფეხბურთელს გადასაღებ მოედანზე:
„მან მართლაც გაგვაკვირვა არა მარტო პირივნული თვისებებით, არამედ სამსახიობო ოსტატობითაც. მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანი კიდევ უკეთესია, ვიდრე ფეხბურთელი“.
მესის დებიუტმა შთაბეჭდილება ფანებზეც მოახდინა. გულშემატკივრები ემოციებს აზიარებენ.
„ვაუ, ასე მაგრად უმკლავდება. არის რაიმე ისეთი, რასაც ლეო ცუდად აკეთებს?“
„თამამად ვიტყვი: ის უკვე უდიდესი მსახიობია ცოცხალთა შორის“.
„ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ მაგრად მომწონს“.
„ნახეთ მესი? დი კაპრიომ უნდა ჩაიჩოჩოს, ლეო „ოსკარზე“ მიდის“.