LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ბერა ივანიშვილმა დედას დენდროლოგიური პარკი აჩუქა

1292
Untitled design (1)

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბერა ივანიშვილმა დედას დენდროლოგიური პარკი აჩუქა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება. მისი შეფასებით, „აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების მიზანი ადამიანებში საკითხების მიმართ არასწორი დამოკიდებულების შეტანაა“.

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, პარკი ბუნების სხვადასხვა ძეგლით შეივსება და თავის დროზე სახელმწიფოს გადაეცემა:

„ესეც სწორედ იმის ნაწილია, რომ ადამიანებში საკითხების მიმართ არასწორი დამოკიდებულება შემოიტანონ. ის, რა მიზანსაც ემსახურება დენდროლოგიური პარკის შექმნა, ის ინვესტიცია, რაც ჩაიდო მის შექმნაში და არა მხოლოდ, თავად ამ პარკის შექმნის იდეა, ნახეთ კიდევ – რამდენად მიზიდულობის წერტილად იქცა – ამ იდეის გაუფასურება უნდათ.

თავისთავად, ის პროექტები, რასაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, ეს ხომ არ არის პირველი საქველმოქმედო ხასიათის პროექტი, რომელიც საბოლოოდ, ყველამ ვნახეთ, რომ ჩვენს ქვეყანას ხმარდება…

ვიცი, რომ ეს საბოლოოდ ჩვენი ხალხისთვის არის გამიზნული და ასეც იქნება. ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს, მათ შორის ქონების გადაცემის საკითხს.

საბოლოო მიზანი რაც არის, ბიძინა ივანიშვილმაც თავად გაახმოვანა. ეს პარკი ჯერ კიდევ შექმნის პროცესშია. ის, თავის დროზე, სახელმწიფოს გადაეცემა ისე,  როგორც ეს თავის დროზე იყო გაცხადებული. გაცხადებული მიზანი რაც არის, დენდროლოგიური პარკის შექმნა, ზუსტად ამ მიზნის მიხედვით მოხდება ყველა ეტაპის გავლა. ეს პარკი ბუნების სხვადასხვა ძეგლით შეივსება“, – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g