Meta მომხმარებელს ვირტუალური რეალობის (VR) ახალ მომსახურებას, Meta Quest+ სთავაზობს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ეს გაყიდვებს დააჩქარებს. სერვისით სარგებლობა თვეში $7.99 ეღირება.
Meta ამჟამად VR მოწყობილობების ბაზრის 80%-ზე მეტს იკავებს. ახალი პროდუქტი, რომელიც გაყიდვაში შემდეგი წლიდან ჩაეშვება, დიდი ალბათობით, ბაზრის გადანაწილებას შეცვლის.
Vision Pro $3 499 ეღირება, თუმცა მიუხედავად მაღალი ფასისა, Apple პირველ წელს 900 000 ერთეულის გაყიდვას ვარაუდობს.