LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნანკა კალატოზიშვილი: „სამწუხაროდ, ეს ქალაქი სიყვარულმა დიდი ხანია, დატოვა, მაგრამ ეს არის კომპოზიცია, რომელსაც სამი წუთით სიყვარულის გაღვიძება შეუძლია…“

204
ნანკა

„ჩემი ცხოვრების მთავარი მელოდია არის დათო ევგენიძის და ირაკლი ჩარკვიანის Emotions, ეს არის ჩემი მეგზური. ყველაზე ბოროტ ადამიანსაც რომ მოასმენინო, გააკეთილშობილებს. სამწუხაროდ, ეს ქალაქი სიყვარულმა დიდი ხანია დატოვა, ეს არის ერთადერთი კომპოზიცია, რომელსაც მგონია, შეუძლია სიყვარული სამი წუთით მაინც გააღვიძოს… ირაკლის და დათოს კომპოზიციებს რომ ასრულებენ, არ მომწონს, როცა ხუთოსანივით ასრულებენ. თუ არ გრძნობ, თუ არ ხარ ნამდვილი, ყველაფერს კარგავს. რაც ეს სიმღერა მოვისმინე, მას მერე მე, მთვარე და ეს კომპოზიცია ერთად ვართ…“, აღნიშნა ნანკა კალატოზიშვილმა გადაცემაში „ნატალია და დათუნა“, სადაც საყვარელი სიმღერის შესახებ სასაუბროდ მიიწვიეს.

სიმღერა, რომელზეც ნანკა საუბრობს, გადაცემაში ნათია და თათა ოქრუაშილებმა შეასრულეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g