LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიურპრიზი ელით ახალ წელს მალდივებზე ჩასულ ტურისტებს

79

მალდივების სტუმრები ახალ წელს ნულოვან პარალელზე შეხვდებიან. საინტერესო სიახლეს ტურისტებს კურორტი „Outrigger“ სთავაზობს. პირველ იანვარს კურორტიდან ეკვატორისკენ გაემგზავრება გემი, რომელზეც პირადი შემადგენლობა, მაღალი კლასის შეფ-მზარეული და ცნობილი ფოტოგრაფიც იქნება. კრუიზის მგზავრებს ნულოვანი პარალელის შესახებ საინტერესო ფაქტებს უამბობენ და მისი გადაკვეთის შემდეგ საზეიმო სადილიც დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ახალი წლის ღამის შემდეგ მოხდება. თავად ახალი წელი კი მალდივებზე გრანდიოზული ვახშმით, ფეიერვერკითა და წვეულებით აღინიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები