თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ინფორმაციით, საოპერო მომღერალი და მსახიობი თენგიზ მუშკუდიანი გარდაიცვალა.
„თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი დიდ გულისტკივილს გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, შესანიშნავი მომღერლის, მსახიობის, ყველასათვის სამაგალითო პიროვნების, ბატონი თენგიზ მუშკუდიანის გარდაცვალების გამო. ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობის საქმეში. ვუსამძიმრებთ ბატონი თენგიზის ოჯახს, მის კოლეგებს და მუსიკალურ საზოგადოებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.