ქუთაისის აეროპორტთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა – ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 