რუსთავში დაკარგული 14 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. მოზარდს 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
მოზარდი 5 დღის წინ, მეგობრებთან ერთად მდინარე მტკვარში შევიდა და დინებამ გაიტაცა „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ 14 წლის ბიჭი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით, 23 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.