LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამას და შვილს მუდმივი კონფლიქტი ჰქონდათ.. ყოველ მეორე ღამეს პატრული აქ იყო“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები შვილის მიერ მამის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით

365
Untitled design

„მამას და შვილს მუდმივი კონფლიქტი ჰქონდათ.. ყოველ მეორე ღამეს პატრული აქ იყო“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები შვილის მიერ მამის მკვლელობაზე

კახეთში, სოფელ ანაგაში მომხდარ მკვლელობაზე ადგილობრივები საუბრობენ. ანაგის მცხოვრებლები მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად მამა-შვილს შორის მუდმივ კონფლიქტს ასახელებენ.

კახეთში შვილმა მამა მოკლა

ოჯახის მეზობლების თქმით, ჩხუბის მთავარი მიზეზი სასმელი იყო:

„ღამე რა მოხდა, არ ვიცით, მაგრამ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მათი ჩხუბის მთავარი მიზეზი სასმელი იყო. ეს ბიჭი სულ სვამდა და მთვრალი იყო. ამის გამო მამას და შვილს მუდმივი კონფლიქტი ჰქონდათ. ღამე ჯერ უცემია, მერე დანით მიუყენებია დაზიანებები და კაცი ადგილზე გარდაცვლილა. ყველამ იცის, რომ სულ ჩხუბობდნენ..

სულ ჩხუბობდნენ, ყოველ ღამე სულ ჩხუბი და უბედურება ჰქონდათ. ეს ბიჭი პოლიციაშიც იყო, დაჭერილი ჰყავდა. მამას ეჩხუბებოდა სულ, პოლიცია საქმის კურსშია, ყოველ მეორე ღამეს პატრული აქ იყო“, – ამბობენ ადგილობრივები.

ცნობისათვის, მკვლელობა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ცნობით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და ერთი პირი დააკავა:

„შსს-ს თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამას – 1964 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g