გელა გნოლიძემ და „ღამის შოუს ბენდმა“ ცნობილი ჰიტის, „სუპერ ქალის“ ახალი ვერსია შესთავაზა მსმენელს. პოპულარული ჰიტი, რომელსაც წლების წინ, გიგა კვენეტაძე და შავი პრინცი ასრულებენ, ამჯერად ახალი ინტერპრეტაციით შესრულდა. სიმღერის ავტორი გიგა კვენეტაძეა, ხოლო ტექსტის ავტორები, გიგა კვენეტაძე და რეპერი ძვალი არიან.
„აი ისიც, ახალი მონატრებული ჰიტი“ – წერია „ღამის შოუს ბენდის“ ოფიციალურ გვერდზე.
სიმღერა რამდენიმე საათია რაც „იუთუბზე“ აიტვირთა და მას უკვე 30 ათასი ნახვა აქვს.
ვიდეო: „შენს სიყვარულს ვეფერები, ჩემო დედა…“ – „ღამის შოუს ბენდის“ მორიგი ჰიტი