7 შვილის დედამ მშობლებს გაუზიარა რჩევები, თუ როგორ შეიძლება მოგზაურობა ბავშვებთან ერთად ყოველგვარი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე.
ჯენ ჰოგანის პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა ზურგჩანთა, რომელიც სავსე იქნება სათამაშოებით, გასაფერადებლებით, წიგნებით და სხვა ნივთებით, რომელიც პატარებს გაართობს და მგზავრობის დროს ზედმეტ დაძაბულობას აარიდებს თავიდან.
გარდა სათამაშოებისა, ჯენის რჩევაა ასევე თვითმფრინავში საგზაო ბალიშების ატანა, რაც ბავშვებს ადრიანი თუ გვიანი რეისების დროს ჩაძინებაში დაეხმარება.
მრავალშვილიანი დედა საუბრობს საწუწნი კანფეტების მნიშვნელობაზე, რამეთუ მათი დახმარებით პატარებს ფრენის დროს დაგუბებული ყურების პრობლემა მოეხსნებათ.
გრძელი გზის შემცირების კიდევ ერთი გზაა ელექტრონულ მოწყობილობაში ბავშვების საყვარელი ფილმების თუ გადაცემების გადმოწერა. „თუმცა, არ დაგავიწყდეთ ყურსასმენები, რადგან თქვენი მეგზურები მათი არ ქონის შემთხვევაში მადლობას ნამდვილად არ გეტყვიან.“
სტატიის ავტორი ფიქრობს, რომ თან წასაღები ნივთების სია მშობლებმა წინასწარ უნდა შეადგინონ და ბარგში მხოლოდ აუცილებელი ნივთები მოათავსონ. „სია დაგეხმარებათ რომ თვალი ადევნოთ თუ რა ჩაალაგეთ ჩემოდანში და რისი ჩადება არ უნდა დაგავიწყდეთ. თუკი ამის საშუალება გაქვთ, წინასწარ ჩაბარგდით. რეალურად განსაზღვრეთ თუ ზუსტად რა ნივთები დაგჭირდებათ ამ მოგზაურობაში.“
დაბოლოს, დარწმუნდით, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი მზად გაქვთ, პასპორტების ვადები კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ.