LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლევანი თვითნაბადი მარგალიტია” – ნიკოს, ამიკოს და ლევანის „საარშიყო” და აღფრთოვანებული მსმენელი

3143
ნიკოს-ბენდი

„ნიკოს შოუს” მოწვეული სტუმარი POSTV-ს ოპერატორი ლევან ცხოიძე გახლდათ, მან გადაცემის წამყვანებთან და ბენდთან ერთად სიმღერა „საარშიყო” შეასრულა და დიდი მოწონება დაიმსახურა.

„ბრავოო. რა არტისტულიაა, რა კარგად მღერის, ასეთი კარგი ოპერატორი გყოლიათ და ამღერეთ”, „ნიკოც და ამიკოც კარგები არიან, ლევანი კი თვითნაბადი მარგალიტია”, „სად იყო ლევანი ასეთი ტკბილი ხმით ამდენი ხანიი, ბრავო მაას”,  – წერენ კომენტარებში.

პირველად ინტერნეტსივრცეში ლევან ცხოიძის და ზურა მანჯავიძის დუეტი მსახიობმა თაკო აბაშიძემ გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ის ზენიჭიერი ადამიანია. ვიდეოს დიდი აღფრთოვანება და უამრავი კომენტარი მოჰყვა. ამის შემდეგ ლევანი სატელევიზიო შოუების ხშირი სტუმარია.

ვიდეო: „სიყვარული ამიკრძალე“ – ნიკო ნანიტაშვილისა და მანუ მურღულიას სიმღერა სოცქსელში აიტაცეს

ვიდეო: სოფო ბედიას დუეტი ნიკო ნანიტაშვილთან ერთად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები