LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრაიდის ფესტივალის“ მოწინააღმდეგეები ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ – დაკავებულია რამდენიმე პირი

602
Untitled design

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სამართალდამცველებსა და „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

ცნობისათვის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციასა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრაიდის მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და ლისის ტბის ტერიტორიაზე შესვლა სცადეს, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გაიმართოს.

„ფორტუნა“ დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

ცნობისათვის, ლისის ტბის ტერიტორიაზე, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გაიმართოს, სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.

შეგახსენებთ, თავდაპირველად „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეები „ვაჟა-ფშაველას“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიისკენ გაემართნენ, სადაც პოლიციასა და „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებს შორის შეხლა-შემოხლამოხდა.

„პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ, პოლიციის კორდონის გარღვევას და ლისის ტბის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ.

ფოტო სლაიდზე: IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g