დღეს ვერავინ იტყვის უკრაინაზე და საქართველოზე, როდის გახდება ერთი, ან მეორე ქვეყანა ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„სხვანაირად, წარმოუდგენელიც იყო. დღეს ვერავინ იტყვის უკრაინაზე და საქართველოზე, როდის გახდება ერთი, ან მეორე ქვეყანა ნატო-ს წევრი.
ანუ, მეტ-ნაკლები სიზუსტითაც კი შეუძლებელია ნატო-სთვის ამის თქმა. ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი და მათ ღიად გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებით“, – განაცხადა კობახიძემ.