LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან ბათუმში 55 წუთში ჩაფრინდებით – Georgian Wings 28 ივლისიდან ყოველდღიურ რეისებს იწყებს

2422
georgian wings

2023 წლის 28 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings პირველ სამგზავრო რეისს ბათუმის მიმართულებით შეასრულებს.

მგზავრებს, 70 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ხომალდი ყოველდღე, კვირაში 12 სიხშირით მოემსახურება.

დღეიდან ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიასალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში, 15 ივლისიდან – კი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით Georgianwings.com

„ტურისტულ ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველ მიმართულებად ქვეყნის შიდა ფრენებზე გაეკეთებინა აქცენტი და მგზავრებისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, სულ რაღაც 55 წუთიანი ფრენის ხანგრძლივობით ყოველდღიური რეისები შეეთავაზებინა“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მგზავრებს მხოლოდ Georgian Wings სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g