LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანანი – საუკეთესო წახემსება ვარჯიშის შემდეგ

128

ის, ვინც დიდი ხანია ვარჯიშობს, იცის, რომ ფიზიკური დატვირთვისას დიდი ძალა და ენერგია იხარჯება, რასაც აუცილებლად სჭირდება აღდგენა. საკმაოდ ბევრი ითქვა ბრინჯის დიდ ულუფასა და ფუნთუშეულზე, პროტეინების და ნახშირწყლების კოქტეილებზე, თუმცა, დაკარგული ენერგიის სწრაფად შემვსებ პროდუქტს შორის ლიდერობას მაინც ბანანი ინარჩუნებს, რადგან:

* ბანანი მდიდარია სპორტსმენისთვის აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით. გარდა ამისა, ბანანი დიდი ოდენობით შეიცავს კალციუმს, რომელსაც ჩვენ ვარჯიშის დროს ვკარგავთ.

* ფიზიკური დატვირთვის შემდეგ გლიკოგენის შესავსებად კუნთებს ნახშირწყლები სჭირდებათ, ბანანში შემავალ საქაროზასა და ფრუქტოზას კი, ორგანიზმი სწრაფად ითვისებს. ორი მოზრდილი ბანანი (საერთო წონით 0,4 კგ.) სულ მცირე 100 გრამ ნახშირწყლებს შეიცავს, რაც აბსოლუტურად საკმარისია სპორტსმენისთვის (საშუალოდ 80 კგ.)

* ციტრუსისგან განსხვავებით, ბანანი არაალერგიული პროდუქტია. ამიტომ, ის არა მარტო სასარგებლო, არამედ უსაფრთხო ხილიცაა.

* ბუნებრივად დამწიფებული ბანანი დიდი ოდენობით შეიცავს  კბილებისთვის და ძვლებისთვის აუცილებელ კალციუმს, საქარინი კი, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას.

* ცნობილია, რომ ბანანი “ბედნიერების ჰორმონს” – სეროტონინს შეიცავს, რომელიც დეპრესიის დაძლევაში გვეხმარება. ამიტომ, თუ ცუდ ხასიათზე ხართ, მიირთვით ბანანი და დაიბრუნეთ კარგი განწყობა.

თუმცა, გახსოვდეთ, რომ არომატული ბანანი საკმაოდ კალორიულია და საღამოს მისი მირთმევა ნაკლებად სასურველია. გარდა ამისა, გამომშრალი ბანანი, რომელიც საერთოდ არ შეიცავს წყალს, ბევრად კალორიულია, ვიდრე ცოცხალი პროდუქტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები