LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „მიზეზი, რის გამოც პოლონელმა ექიმმა სააკაშვილის ნიმუში სამედიცინო დაწესებულებიდან ფარულად გამოიტანა, შესაძლოა, გაყალბების და მანიპულაციის მცდელობა იყოს“

250
Untitled design

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მიზეზი, რის გამოც პოლონელმა ექიმმა სააკაშვილის ნიმუში „ვივა მედიდან“ ფარულად გამოიტანა, შესაძლოა, გაყალბებისა და მანიპულაციის მცდელობა იყოს.

პენიტენიური სამსახური: „მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა“

ირაკლი კობახიძის თქმითვე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლონეთის ხელისუფლებამ განმარტება უნდა გააკეთოს:

„ამას შეიძლება ერთადერთი მიზეზი ჰქონდეს – ეს არის გაყალბება. არაექსპერტული გადმოსახედიდან, მე მგონია, რომ მხოლოდ გაყალბებისთვის შეიძლება გამოიყენო ნიმუშები, რომლებიც ერთ-ერთმა ექიმმა ფარულად წამოიღო.

ამასთან დაკავშირებით განმარტებები უნდა მოვისმინოთ, მათ შორის, პოლონეთის ხელისუფლების მხრიდანაც.

როგორც ვიცი, საქართველოში ამ ექიმები ჩამოსვლა მათი ინიციატივა იყო. მათ დასჭირდებათ ოფიციალური განმარტების წარმოდგენა, რა მოხდა და რატომ მოხდა. ეს სერიოზულ მოკვლევას საჭიროებს. აშკარად ვხედავთ, რომ მანიპულაციის მცდელობა იყო. სხვა მიზნით როგორ უნდა გამოიყენო ეს ნიმუშები, არ ვიცი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბრეგაძე პენიტენციურის კადრებზე: „მივმართავ საგარეო საქმეთა მინისტრს, მოისმინოს პოლონეთის საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით

ცნობისათვის, 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სამედიცინო ცენტს „ვივა მედში“, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და ვიდეო გაავრცელა.

უწყების განცხადებით, ვიზიტის დროს, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა „გაუგებარ ინციდენტს“ – მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

როგორც პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, აქედან გამომდინარე, „აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას“.

რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის, ვერ გეტყვით – ნინო ნადირაძე პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანის მცდელობაზე

გიორგი ბარამიძე: პოლონელ ექიმს კანონი არ დაურღვევია – თუ ეს ადამიანი რამეს მალავდა, ნიშნავს იმას, რომ მას ხელისუფლების ნდობა არ აქვს

პოლონელმა ექიმმა თქვა, ყველაფერს წინდებში ვინახავ, ჯიბეები არ მიყვარსო – ნინო ნადირაძე 

magti 5g