LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრეგაძე პენიტენციურის კადრებზე: „მივმართავ საგარეო საქმეთა მინისტრს, მოისმინოს პოლონეთის საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით“

249
Untitled design (1)

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლონეთის საელჩოს პოზიცია მოისმინოს.

პენიტენიური სამსახური: „მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა“ 

რატი ბრეგაძის თქმით, სწორედ პოლონეთის საელჩო იყო ექიმების რეკომენდატორი:

„მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული და კანონმდებლობასთან შეუთავსებლობაში მყოფი ქმედებებისთვის.

გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთის საელჩო ჩართული იყო ექიმების ჩამოყვანის პროცესში და იყო მათი რეკომენდატორიც, მივმართავ თხოვნით საგარეო საქმეთა მინისტრს, მოისმინოს საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით“, – განაცხადა  რატი ბრეგაძემ.

ცნობისათვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური სამედიცინო ცენტს „ვივა მედში“, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას და ვიდეოს ავრცელებს.

როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა.

უწყებაში განმარტავენ, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, შესაბამისად, „აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები