გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა ავტომანქანის უკანა სავარძელზე მჯდომი შუა ხნის ასაკს გადაცილებული მამაკაცი.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.