LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 90-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

353
ჟინვალი1

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე (გუროს კლდეები), ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია. გრძელდება სავალი ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოიშალა კლდის მასა, რის გამოც, დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

(R)

magti 5g