საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის მეორე მიმოხილვა შეჩერებულია. BMG-ის ინფორმაციით, პროგრამის მიმოხილვა გადაიდო და ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.
მიმოხილვის გადადების შესახებ წერს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-იც:
„სავალუტო ფონდის ბორდის მიერ ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვა, როგორც ჩანს, გადაიდო, რაც ნაწილობრივ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით უთანხმოებას უკავშირდება“, – აღნიშნავს Fitch.
IMF-ის მისიამ პროგრამის მეორე მიმოხილვა 2023 წლის 11 მაისს დაასრულა, რასთან დაკავშირებითაც სებ-ში ფონდის, ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის დროებითი მმართველის (არჩილ მესტვირიშვილის) მიერ სპეციალური პრესკონფერენციაც გაიმართა. თუმცა, უშუალოდ მიმოხილვის დასრულებისთვის აუცილებელია, რომ აღნიშნული დოკუმენტი IMF-ის ბორდმა დაამტკიცოს, რაც აღნიშნული მდგომარეობით გადადებულია. მიმოხილვის დასრულების შემდეგ ქვეყნისთვის 40 მილიონი დოლარი გახდება ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ, პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, რასაც სებ-ის საბჭოს მიერ პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ნათია თურნავას არჩევა მოჰყვა.
FITCH-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.9%-მდე გააუმჯობესა