LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას სამხედრო თადარიგის ზღვრული ასაკის გაზრდის შესახებ

168
Capture

დღეს, 24 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, ხუთი წლით გაიზარდა სამხედრო თადარიგში მყოფი სამხედრო ვალდებულების მქონე პირების ზღვრული ასაკი.

ახალი კანონის თანახმად, პირველი კატეგორიის სამხედრო ვალდებულების ზღვრული ასაკი 35 წლიდან 40-მდე გაიზარდა, მეორე კატეგორიისა – 45-დან 50-წლამდე, ხოლო მესამის – 50-დან 55-მდე.

ასევე გაიზარდა რუსეთის იმ მოქალაქეების ზღვრული ასაკი, რომლებიც ოფიცრის წოდებას ატარებენ. უფროს ოფიცრებს ეს ასაკი გაეზარდათ 65 წლამდე, ხოლო უმცროსს – 60 წლის ასაკამდე. თადარიგში მყოფი უფროსი ოფიცრების ზღვრული ასაკი უცვლელი დარჩა -70 წელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g