LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს შეიძლება იყოს პროვოკაცია: უჩა ნანუაშვილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანაზე

200
fortuna.ge-8-2021-04-08_16-37-22_520179

ოკუპანტი ქვეყანა, უკრაინაში განადგურებულ ცოცხალ ძალასა და სამხედრო ტექნიკას, საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ავსებს.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი წარმომადგენელმა ანდრეი კასიანოვმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროების გადაყვანა სახმელეთო, კომბინირებული გზით ხორციელდება.

რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სომხეთიდან უკრაინაში დამატებით ჯარს აგზავნის: საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული

რა რისკებთანაა დაკავშირებული რუსეთის ეს ქმედება და რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო? – ამ თემაზე ყოფილმა სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) დამფუძნებელმა უჩა ნანუაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

მისი მოსაზრებით, კრემლის ნაბიჯები, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანას გულისხმობს, შესაძლოა მიუთითებდეს რუსული ჯარის პრობლემებზე შევსებასთან დაკავშირებით.

ჩვენი მონაცემებით, ბოლო პერიოდამდე დაახლოებით 10 000 რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა ორივე რეგიონში. საუბარია ორ დიდ რუსულ ბაზაზე, რომელიც განთავსებულია ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე. რუსეთს სჭირდება დახმარება, როგორც ტექნიკის მხრივ ასევე სამხედრო ფიზიკური ძალის მხრივ და სავარაუდოდ ამას უკავშირდება ჯარების გაყვანა. ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ გაიყვანს, მაგრამ ის, რომ მას დასჭირდა დამატებითი ეკიპაჟების გამოხმობა, მეტყველებს ამ კუთხით რუსეთის ჯარის საკმაოდ რთულ მდგომარეობაზე“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივების განწყობას ნანუაშვილის თქმით, რუსეთის ჯარის გასვლის შემდეგ, ბევრი შიშობს, რომ ეს რისკებთან არის დაკავშირებული.

"ემზადებიან იმისათვის, რომ ადგილობრივებსაც მოუწევთ წასვლა, შეიძლება აფხაზებსაც" - გიორგი კანაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ძალების გასვლაზე

ცხინვალიდან ტექნიკის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია გაყვანილი...მათ აქვთ ვალდებულება, რომ გაწვევის შემთხვევაში წავიდნენ იქ, სადაც მიუთითებს პუტინი და რუსეთი", - აცხადებს კონფლიქტოლოგი.

ერთი მხრივ რუსეთის ჯარის გასვლა ბევრი ადგილობრივისთვის რისკებს უკავშირდება. ეშინიათ, რომ საქართველომ ისარგებლოს ამ მდგომარეობით. რამდენიმე დღის წინ ცხინვალელი მოქალაქე გარდაიცვალა ომში, ამის შემდეგ განსაკუთრებით სხვანაირი განწყობები წარმოქმნა. აფხაზებისა და ოსების ჩართვას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ძალიან ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგება და ამაზე ბევრმა ღიად გამოთქვა აზრი“, – განაცხადა ნანუაშვილმა.

DRI-ის დამფუძნებელი ასევე ფიქრობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა შესაძლოა პროვოკაცია იყოს. მისივე თქმით, ვინც დღეს, სოხუმის და ცხინვალის ძალისმიერი გზით დაბრუნების შესახებ, რაიმე განცხადებას გააკეთებს, პროვოკატორია.

„ეს შეიძლება იყოს პროვოკაცია და რუსეთი დაინტერესებულია რომ ეს ყველაფერი გადაზარდოს ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში. ნებისმიერი მოწოდება ან ძალადობისკენ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ მტრის ინტერესებშია. პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მიხვდნენ, რომ ჩვენგან საფრთხე არ ემუქრებათ“, – აღნიშნა ნანუაშვილმა.

   

პოპულალურები